The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გრიგოლია

ნოდარ გრიგოლია
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფელი ჭოგნარი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1971წწ. იყო ყაზახეთის სსრ ცელინოგრადის ოლქის ქ. ატბასარის რაისაავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1971–1974წწ. ასპირანტი; 1975–1982წწ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1982–1991წწ. დოცენტი; 1992–1994წწ. პროფესორი; 1994 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა N3 კათედრის გამგე.

ავტორია 152 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "კარდიოსპაზმი" და "კლინიკური ქირურგია". მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. წლების განმავლობაში მუშაობდა აკადემიკოს ე. ფიფიას ხელმძღვანელობით და ითვლება მის მოწაფედ.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყლულოვანი დაავადების თავისებურება მოხუცთა და ხანში შესულთა ასაკში", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "წყლულოვანი დაავადების კლინიკა და მკურნალობა ქალებში", დაიცვა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ საბჭოზე 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.81

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალიზებული სამეცნიერო საბჭო (ქირურგია), წევრი
  • მსოფლიო ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • საერთაშორისო გასტროქირურგიული კლუბი, წევრი
  • საქართველოს ბიო–სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემია, ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: