The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ავალიშვილი

ზურაბ ავალიშვილი
დაბადების თარიღი:დეკემბერი, 1874
გარდაცვ. თარიღი:21 მაისი, 1944  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, იურისტი, მეცნიერი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1898 წელს.

იყო მიუნხენის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი; 1907-1909წწ. და 1912-1913წწ. პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ-დოცენტი, შემდეგ კი პროფესორი; 1909 წელს მიიწვიეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის პროფესორად და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგედ; 1912-1917წწ. იყო ფინანსთა სამინისტროს იურისკონსული; პეტერბურგში იმხანად გამომავალი ცნობილი გაზეთის "რუსსკაია მოლვა" საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი; პეტერბურგის გამომცემლობის "ოგნი" ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა სენატორად; 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში; რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი იყო პოლიტიკური ემიგრანტი; ემიგრაციის წლებში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას; მისი ამ პერიოდის ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევები: "ვეფხისტყაოსნის საკითხები"(პარიზი, 1921), "თეიმურაზ I და მისი პოემა", "წამება ქეთევან დედოფლისა"(პარიზი, 1938), "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში"(რუსულ ენაზე, პარიზი, 1924; თბილისი, 1990); 1901 წელს გამოიცა მისი ისტორიულ-სამართლებრივი ხასიათის ნაშრომი "საქართველოს შეერთება რუსეთთან"; ასევე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი.

სამაგისტრო დისერტაციის თემა – "დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა საფრანგეთში ნაპოლეონის დროიდან 1905 წლამდე", დაიცვა 1906 წელს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.33; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდი: diaspora.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის საიმპერატორო იურიდიული საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: