The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ონიაშვილი

ოთარ ონიაშვილი
Date of birth:13 May, 1915
Date of death:14 August, 1968  (at 53 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1935 წელს.

1936-1944წწ. მუშაობდა მოსკოვისა და თბილისის საპროექტო დაწესებულებებსა და სამშობლო ორგანიზაციებში; 1944 წლიდან უმთავრესად სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა; 1947-იდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის და კონსტრუქციების განყოფილიფების გამგე; მის სამეცნიერო შრომებს, მიძღვნილს გარსების დინამიკისა და სეისმომედეგობისადმი, ფუძემდებლური მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარგის განვითარებაში; მან საფუძველი ჩაუყარა აგრეთვე გარსთა ტექნოლოგიური თეორიის ქართულ სკოლას. ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს თაღოვანი კაშხლების გაანგარიშებისა და კიდულ სისტემათა თეორიაში. იყო ინგლისური გამოცემის "მყარი სხეულის მექანიკის მიღწევების" სარედაქციო კოლეგიის წევრი, მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.7.- თბ., 1984.-გვ.533

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-1968)
  • სივრცითი კონსტრუქციების საერთაშორისო ასოციაცია, ერთ-ერთი დამფუძნებელი, აღმასკომის წევრი
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავრი სარედაქციო კოლეგია, წევრი

Awards and Honors

  • 1964 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: