The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჟორდანია

გივი ჟორდანია
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1911
გარდაცვ. თარიღი:2001  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტი.

1937 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა ქუთაისის, გორისა და თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტებში; მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწოფო მუზუმში, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში; 1940 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1960-1960წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათდრას, 1969 წლიდან შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე იყო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1963).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.255; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001 - გვ.45

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • მარტვილობა მესიისა : ახალი მასალები ი. ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005. - 485გვ.. - ISBN: 99940-38-62-1
  • დაბრუნებული საუნჯე : ქართული სამუზეუმო და სამონასტრო განძეულობა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1983. - 183გვ.
  • კავკასიური მუზეუმის დაარსება : საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის შესწავლისათვის (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1951. - 214გვ.

გააზიარე: