The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ფრანგიშვილი

ალექსანდრე ფრანგიშვილი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:16 იანვარი, 1991  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს.

1927 წელს დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად ქ. თელავის პედაგოგიურ ტექნიკუმში. მალე გადაიყვანეს კახეთის რაიონის სახალხო განათლების ხელმძღვანელ მუშკად, შემდგომ კი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ლექტორად. 1937-1941წწ. მუშაობდა განათლების კომისარიატთან არსებულ თბილისის პედაგოგიური მეცნიერების საკვლევო ინსტიტუტში; 1941 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორის სწავლული მდივანი, ხოლო სექტორის ინსტიტუტად გადაკეთების შემდეგ - დირექტორის მოადგილე (1943-1950); 1950-1985წწ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1971 წელს აირჩიეს სსრკ ფსიქოლოგთა საზოგადოების IV ყრილობის პრეზიდენტად. თავისი მეცნიერული მუშაობის პროცესში მან დაამუშავა მეცნიერული გამოკვლევის რამდენიმე ციკლი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიური აქტივობის გაგებისა და ახსნისათვის. მისი დახმარებით განწყობის თეორია იქცა საბჭოთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ძირითად მიმდინარეობად, რომლის მიღწევები დღეს ფართოდაა ცნობილი სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგთა სამეცნიერო ცენტრებში. მან პირველმა შეისწავლა ქართული ენის ფსიქოლოგია და საქართველოში ფსიქოლოგიური ცოდნის ისტორია. მისი რედაქტორობით გამოვიდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიური ინსტიტუტის შრომები (15 ტომი). საქართველოს სსრ XI მოწვევის უმაღლესიო საბჭოს დეპუტატი (1985), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.389

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961-)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (1976-1989)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-1989)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1979 - ლენინის ორდენი
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1954 - შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: