The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კაპანაძე

დავით კაპანაძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1898
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 1971  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა გორის კლასიკური გიმნაზია.

1959–1971წწ. იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების გამგე; მისი ინიციატივით საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის კაბინეტი გადაკეთდა ნუმიზმატიკის განყოფილებად; იკვლევდა ანტიკური და ფეოდალური ხანის ქართულ და ამ პერიოდში საქართველოში მიმოქცევად უცხოურ მონეტებს; მის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამონეტო ტიპების, ჯგუფებისა და არქეოლოგიური ექსპედიციების ნუმიზმატიკური მასალების ჩართვა სამეცნიერო მიმოქცევაში; მან გამოაქვეყნა – კოლხური თეთრის იშვიათი ცალები, აკესის სტატერის მეორე ეგზემპლარი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ტიპის უნიკალური ქართული მინაბაძები, საქართველოში აღმოჩენილი ავგუსტეს დენარებისა და რომაული აურეუსების იმიტაციები, მცხეთის, ბიჭვინთის, ზღუდერისა და სხვა არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული ნუმიზმატიკური მასალები, ჯაფარიდების თბილური დირჰემები, XI საუკუნის ბიზანტიურ ტიტულებიანი ქართული მონეტები, XIV-XV სს-ის ქართველი ფეოდალების ვამიყ დადიანისა და ყვარყვარე ათაბაგის ფულები, XV ს-ის ქართული მონეტების გორის განძი; ასევე მუშაობდა სამონეტო ჯგუფების გენეზისისა და დათარიღება - ატრიბუციის საკითხებზე. იყო 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, გერმანულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე; მისი შრომებიდან აღსანიშნავია სახელმძღვანელო "ქართული ნუმიზმატიკა"; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.206

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: