The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარი აბრამიშვილი

მარი აბრამიშვილი
ოფიციალური სახელი:მარიამ აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 2008  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1944 წელს.

1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად პატრიოტული ლექსებისა და ხელნაწერი ჟურნალის ("ანათემა") გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში. გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობში", ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. ასევე გამოცემული აქვს საბავშვო ლექსების კრებულები. სულ გამოცემული აქვს 22 წიგნი. მის შემოქმედებაში ძირითადად პატრიოტული და ლირიკული მოტივებია. თარგმნილი აქვს ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, სერგეი ესენინის, ბელა ახმადულინას, ევგენი ევტუშენკოს, რიჩარდ ოლდინგტონის ლექსები, ხოლო მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ოსურ და თურქულ ენებზე. მ. აბრამიშვილის ლექსებზე შექმნილია არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, მათ შორის: "აი სად შემხვდი" (ამავე სახელწოდების ლექსზე, მუსიკ. ავტ. ა. ხარანაული), "სიმღერა თბილისზე" (ლექსზე "თბილისი", კომპ. ს. მირიანაშვილი), "ხომ არ დავაგვიანე" (ლექსზე "აი, სად შემხვდი", კომპ. გ. მანჯგალაძე)", "ნუთუ მართლა აღარ შევრიგდებით" (ლექსზე "იქნებ მართლა"), "როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება" (ლექსზე "როგორ დაიჯერე", მუს. ავტ. ესმა გურამიშვილი) და სხვ. ის ერთადერთი ქალია ქართველ რეპრესირებულ მწერალთა შორის. რეაბილიტირებულია 1998 წელს.

წყარო: არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა: armuri.georgianforum.comქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.8; წამების გზა : დევნა, გადასახლება, დახვრეტა = Path of martyrdom : Persecution, exile, execution = Дороги мученичества : Преследование, ссылка, расстрел. წ. 2 / რევაზ კვერენჩხილაძე.-თბ.,2017.-გვ.307-363

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1971-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1993 - საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: