The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე აბულაძე

დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1899
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 1971  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიურ-ფარმაცევტული ფაკულტეტი 1928 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი  1931 წელს.

1937-1948წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინტიტუტის ბიოქიმიის კათედრის გამგე; 1948-1963წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის პროფესორი, 1950-1971წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი. იკვლევდა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ.,1975.-გვ.44

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: