Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იგორ დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო სახელმწიფო ინსტიტუტი 1965 წელს. 1965–1966წწ. - გროზნოს უსინათლო ბავშვთა რესპუბლიკური სკოლა–ინტერნატის უფროსი ექიმი; 1966–1967წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973–1978წწ. - ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მედიცინისა და სამეცნიერო კიბერნეტიკის განყოფილების გამგე; 1978–1980წწ. - ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ავტომატიზებული რეამინაციული სისტემების ლაბორატორიის გამგე; 1980–1981წწ. - აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე; 1981–1995წწ. - სეფსისის საწინააღმდეგო რესპუბლიკური ცენტრის თერაპიული განყოფილების ექიმი; 1995–1998წწ. - იარაგის (დერბენტი) საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; 1980–1981წწ. - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მართვის ავტომატიზებული სისტემების – "აჭარის ჯანდაცვა" მთავარი კონსტრუქტორი (მეცნიერი ხელმძღვანელი); 1998 წლიდან - სპორტული მედიცინის კათედრის პროფესორი (თერაპიაში) და თსი "საქართველოს" თერაპიული ციკლის ხელმძღვანელი. თავისი ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის (სამეცნიერო, საექიმო, პედაგოგიური) ნახევარი, სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციის, სამკურნალო ფიზკულტურისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ფსიქო-ფიზიკური აღზრდის პრობლემურ საკითხებს მიუძღვნა. 169 სამეცნიერო ნაშრომისა და 6 მონოგრაფიების ავტორი. კვლევის თემა: ნაწლავისმიერი სეფსისი: ეტიოლოგია, პათოგენეზისი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე კომპიუტერული ტექნილოგიის გამოყენებით. ექიმი-ინფექციონისტი. თბილისის სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტ "გეომედის" ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეტაბოლური დარღვევების შესახებ წვრილი ნაწლავის კედლებში შოკისა და სისხლკარგვის დროს", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაწლავისმიერი სეფსისის ეტიოლოგია, პათოგენეზი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.93; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.320; ვებ-გვერდი "ოჯახის მკურნალი": mkurnali.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |