The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელზა ვაშაკიძე

ელზა ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1974წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1974–1977წწ. ზესტაფონის რაისაავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1977–1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1993წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან დოცენტი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ვირუსული ჰეპატიტების კლინიკური იმუნოლოგიის საკითხებს, ეკუთვნის ერთი გამოგონება. ექიმი–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცირკულაციაში მყოფი იმუნოციტების კლინიკურ–პათოგენეზური მნიშვნელობა 13 ჰეპატიტის დროს", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.102

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფექციონისტთა და იმუნოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - თბილისის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: