Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელზა ვაშაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1974წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1974–1977წწ. ზესტაფონის რაისაავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1977–1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1993წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან დოცენტი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ვირუსული ჰეპატიტების კლინიკური იმუნოლოგიის საკითხებს, ეკუთვნის ერთი გამოგონება. ექიმი–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცირკულაციაში მყოფი იმუნოციტების კლინიკურ–პათოგენეზური მნიშვნელობა 13 ჰეპატიტის დროს", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.102 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |