შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალუდა არაბული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დათვისი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1955–1957წწ. იყო სოფელ ბაცალიგოს მეცხვარე; 1957–1960წწ. ჭიათურის მარგანეცის ქარხნის მშენებლობაზე მუშაობდა კალატოზად; 1961-1964წწ. წულუკიძის ჩაის საბჭოთა მეურნეობის მტვირთავად; 1965-1967წწ. დუშეთის რაიონის ხონისჭალის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; 1967 წლიდან ბარისახოს საშუალო სკოლა–ინტერნატში ისტორიის მასწავლებლად; 1966 წელს პირველი ლექსი დაბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" და გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში"; 1974 წელს გამომცემლობა "მერანმა" გამოსცა მისი ლექსების პირველი კრებული; ავტორია ორი პოეტური კრებულისა: "ფოთლის გვირგვინოსანი" და "მამულის ხმები". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.21 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |