The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალუდა არაბული

ალუდა არაბული
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:2003  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დათვისი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.

1955–1957წწ. იყო სოფელ ბაცალიგოს მეცხვარე; 1957–1960წწ. ჭიათურის მარგანეცის ქარხნის მშენებლობაზე მუშაობდა კალატოზად; 1961-1964წწ. წულუკიძის ჩაის საბჭოთა მეურნეობის მტვირთავად; 1965-1967წწ. დუშეთის რაიონის ხონისჭალის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; 1967 წლიდან ბარისახოს საშუალო სკოლა–ინტერნატში ისტორიის მასწავლებლად; 1966 წელს პირველი ლექსი დაბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" და გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში"; 1974 წელს გამომცემლობა "მერანმა" გამოსცა მისი ლექსების პირველი კრებული; ავტორია ორი პოეტური კრებულისა: "ფოთლის გვირგვინოსანი" და "მამულის ხმები".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.21

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საგამომცემლო ფირმა – ემიგრანტული ლიტერატურის გამოცემა, დამფუძვნებელი (1990-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის განვითარებაში, ხევსურეთის სოფლებში პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: