The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ვერულაშვილი

ივანე ვერულაშვილი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით 1980 წელს.

1974–1977წწ. იყო N2 სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი; 1976–1979წწ. მუშაობდა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკაში; იყო რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების ორდინატორი; 1979–1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის პედაგოგი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1992–1993წწ. მუშაობდა კარადენიზის(თურქეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. 1974 წლიდან დღემდე მუშაობს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის(რესპუბლიკური საავადმყოფო) ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტში: კლინიკურ ორდინატორად, ექიმ-ნევროპათოლოგად, ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად. არის 6 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 1 გამოგონების("მიოფასციური ტკივილითი სინდრომების მკურნალობის ხერხი") და 118 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროენდოკრინული სისტემის ფუნქციური მდგომარეობა არტერიულ ჰიპერტენზიით განპირობებული ცერებროვასკულური პათოლოგიის დროს", დაიცვა 1990 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადაპტაციური მექანიზმების მულტისისტემური დახასიათება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის დროს", დაიცვა 1995 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.105

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნევროლოგთა საზოგადოება, ნამდვილი წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი
  • ნიუ–იორკის სამედიცინო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საკანდიდატო მინიმუმის საატესტაციო კომისია(ნევროლოგია), წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - საპატენტო სიგელი, "მიოკარდიული ტკივილითი სინდრომების მკურნალობის ხერხი" – პრიორიტეტი (8 წლის ვადით)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: