შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ვეფხვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1951–1958წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი; 1958–1968წწ. რენდგენოლოგიის ინსტიტუტის იზოტოპური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1968–1972წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1972–1977წწ. ინსტიტუტის დირექტორი; 1977–1988წწ. ონკოცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1988 წლიდან ამავე ცენტრის დირექტორი; ავტორია 320 სამეცნიერო ნაშრომის, 12 მონოგრაფიის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 23 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ექიმი–რადიოლოგ–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძვლის კორძის განვითარების საკითხისათვის", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმლის სხივური გართულებები", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.106; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.63 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |