შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ვირსალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1971–1972წწ. იყო ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1974წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასისტენტი; 1974 წელს სწავლული მდივანი; 1978–1985წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის განყოფილების გამგე; 1974 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის დოცენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ა/ო "დ-მედიტუსი"-ს თავმჯდომარე. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის და ორი მონოგრაფიის; არის ორი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, ექიმი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შაქრიანი დიაბეტის დროს ცხიმოვანი ცვლის პათოგენეზის შესწავლა", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.106; facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |