The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ვირსალაძე

დავით ვირსალაძე
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:2017  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1971–1972წწ. იყო ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1974წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასისტენტი; 1974 წელს სწავლული მდივანი; 1978–1985წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის განყოფილების გამგე; 1974 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის დოცენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ა/ო "დ-მედიტუსი"-ს  თავმჯდომარე. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის და ორი მონოგრაფიის; არის ორი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, ექიმი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შაქრიანი დიაბეტის დროს ცხიმოვანი ცვლის პათოგენეზის შესწავლა", დაიცვა 1971 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.106; facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ექიმთა და დიაბეტით დაავადებულთა თბილისის რეგიონული კავშირი "დ. მედიტუსი", თავმჯდომარე
  • ვაჟა ივერიელის სახელობის საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს დიაბეტოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • შავი ზღვის აუზის ქვეყნების დიაბეტოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: