შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტან აბდუშელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1979 წელს. 1979-1988წწ. იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1988-1995წწ. იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტია. არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომისა. არის პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნური სისტემის მდგომარეობა კრიტიკული მდგომარეობების დროს ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ. 8 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |