The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაყვალა ზურაბაშვილი

მაყვალა ზურაბაშვილი
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2002  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბისხევი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი 1946 წელს.

1957–1959წწ. იყო კვების ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1959–1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენის კათედრის დოცენტი; 1975 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი; 1977 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და წიგნი–სახელმძღვანელო "კვების ჰიგიენა". 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სალმონელოზი საქართველოს პირუტყვებს შორის", დაიცვა 1950 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "C, B, B6 ვიტამინის ცვლის მაჩვენებელი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალთა ფუნქციის მოშლილობის დროს", დაიცვა 1972 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.112.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფილაქტიკური მედიცინის ადამიანის ეკოლოგიის აკადემია, წევრი (1994-)

ბიბლიოგრაფია

  • კვების ჰიგიენა : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1989. - 383გვ.

გააზიარე: