შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ თათარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1975 წელს. 1975–1976წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1976–1987წწ. შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა N3 კათედრის დოცენტი; 1993–1995წწ. ნატერსის(ავსტრია) პულმონოლოგიური კლინიკის ექიმი სტაჟიორი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ეპიდემიოლოგიას. ექიმი–თერაპევტი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადების ეპიდემიოლოგია და გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა თამბაქოს მრეწველობის მუშაკებში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.115 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |