Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ თამაზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი წნორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1977–1979წწ. იყო გურჯაანის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი; 1979–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1982–1987წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1987–1990წწ. დოცენტი; 1990 წლიდან პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 105 სამეცნიერო ნაშრომი, 4 მონოგრაფია: "ნაწლავთა მწვავე შეხორცებითი გაუვალობის ოპერაციის შემდგომი მკურნალობა" (1992), "ნაწლავთა უკმარისობის სინდრომი ქირურგიაში" (1994), "მუცლის ღრუს დრენირება" (1996), "პარენტენალური და ენტერალური კვება ქირურგიაში" (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წვრილი ნაწლავის მწვავე შეხორცებითი გაუვალობის შემდგომი მეტაბოლოზმის დარღვევათა პათოგენეზური თერაპია", დაიცვა 1981 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენტერალური კვება და ნაწლავთა დეკომპრესია აბდომინალურ ქირურგიაში", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.116 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |