The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა აბულაძე

მანანა აბულაძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1972წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1972–1973წწ. მუშაობდა თბილისის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სადგურში; 1973 წლდან აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა–გინეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელიც ეხება დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. არის მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"სასათბურე მეურნეობის მუშა ქალთა რეპროდუქტიული სისტემა და ფარისებური ჯირკვლის აქტივობა", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.11

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეან–გინეკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ქალთა რეაბილიტაციის საზოგადოება, პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: