შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია აზმაიფარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1982-1985წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ქ. ტყვარჩელი, აკარმარის მედიკო-სანიტარული ნაწილის ქირურგი; 1985-1987წწ. - მიზნობრივი კლინიკური ორდინატურა ქირურგიაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური, პედიატრიული და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ქირურგიულ სნეულებათა N2 კათედრა, ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს ბაზა; 1987-1988წწ. - ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ცენტრალური მიმღები განყოფილების ექიმი-ქირურგი; 1988 წელს - ქ. მოსკოვის პიროგოვის სახელობის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტის მედიკო-ბიოლოგიური ფაკულტეტის სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიის კათედრა, N55 საავადმყოფოს ბაზა; 1988-1996წწ. - ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს N2 ქირურგიული განყოფილების ექიმი-ქირურგი;
1996 წლიდან - ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს შპს "გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი", ექიმი-ქირურგი; 1991 წლიდან - პასუხისმგებელი ქირურგი, ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს შპს "გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი"; 1998 წლიდან - ექიმი-ენდოსკოპისტი, ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს შპს "გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი"; 2002-2005წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის ექიმი-ექსპერტი; 2005 წელს - ქ. მოსკოვი, N7 საავადმყოფოს ბაზა, ენდოსკოპიური განყოფილება, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგია, ლაპარასკოპიული მეთოდებისა და ენდოსკოპიური (რეტროგრადული ქოლანგიოგრაფია, პაპილოსპინქტეროტომია) მეთოდების ათვისება; 2004 წლიდან - ჯანმრთელობის სახლის ენდოსკოპისტი; 2017 წლიდან - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ენდოსკოპისტი. 1995-1997წწ. - ქ. თბილისის N3 სამედიცინო ტექნიკუმი, ქირურგიის კურსი, პედაგოგი; 1992-1999წწ. - სამედიცინო ინსტიტუტი "ესკულაპი", ქირურგიის კურსი, პედაგოგი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო პედაგოგიური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდგომში დოცენტი და პროფესორი; 2009-2015წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი; 2015 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №2 ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. 94 სამეცნიერო ნაშრომის, 4 გამოგონების, 4 სასარგებლო მოდელის, 5 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა -"არაკლოსტრიდიული ანაერობული პერიტონიტის კლინიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ზოგიერთი თავისებურებანი". დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა: "მუცლის ღრუს ჭრილობების კლინიკა, დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდის შერჩევა". დაიცვა 2002 წელს.
წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.14; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.301; ექიმები: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |