The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი აბზიანიძე

გიორგი აბზიანიძე
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო   სამედიცინო  ინსტიტუტის  სამკურნალო  ფაკულტეტი 1973  წელს.

1973–1974წწ. მუშაობდა თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს  II ქირურგიულ განყოფილებაში; 1974–1976წწ.  თბილისის სასწრაფო–გადაუდებელი დახმარების ცენტრალურ სადგურში; 1976–1986წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში მიკროქირურგიის ლაბორატორიისა და კლინიკის უმცროს, შემდგომ    უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1986–1993წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 367–ე ჰოსპიტლის   სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში; 1993 წლიდან ხელმძღვანელობს აგრეთვე რკინიგზის ცენტრალური კლინიკური   საავადმყოფოს ქირურგიული და კონსერვატული ანგიოლოგია–ფლებოლოგიის განყოფილებას; 1986 წლიდან სისხლძარღვთა ტრანსპლანტაციის ლაბორატორიისა და კლინიკის ხელძღვნელია. ავტორია 81 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 4 საავტორო   მოწმობა, 20–ზე მეტი რაციონალიზატორული წინადადება. მისივე ხელმძღვნელობით, პირველად საქართველოში მიიღეს ენდოთელური უჯრედები და აწარმოეს მათი კულტივაცია, აქვე შეიქმნა მსოფლიოში პირველი ბიოლოგიური პროთეზები და მოხდა მათი ექსპერიმენტული აპრობაცია. ასევე მისი ხელმძღვნელობით  დაცულია სამი საკანდიდატო  და ერთი სადოქტორო დისერტაცა. არის სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროტეოლიზური ფერმენტებით დამუშავებული არტერიული ქსენოტრანსპლანტატები  და მათი გამოყენება არტერიის პლასტიკისათვის", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ათეროსკლეროზით დაზიანებული აორტის ტერმინალური ნაწილის და ქვემო კიდურების მაგისტრალური არტერიების ქირურგიული მკურნალობის ოპტიმიზაციის გზები", დაიცვა 1994 წელს.

წყარო:  ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ. 9; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.196

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგების სზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1998 - საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის საბჭოს და ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სიგელი
  • 1984 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: