The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გორდელაძე

დავით გორდელაძე
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1969–1972წწ. იყო საქართველოს სსრ ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1972–1975წწ. ციტოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1975–1980წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მეორე თერაპიული განყოფილების მორიგე ექიმი–თერაპევტი; 1980–1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1990–1995წწ. დოცენტი; 1995–1997წწ. პროფესორი; 2000-2005წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგენილი მედიცინის ფაკულტეტის პირველი დეკანი, 1998-2006წწ. ამავე უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა კათედრის გამგე. 2003-2012წწ. ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს "ზოგადთერაპიული კლინიკის" პროფესორი; 2012 წლიდან შპს "ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური" თერაპიული და კარდიოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი; 2013 წლიდან თერაპიული სამსახურის უფროსი. ავტორია 3 გამოგონების და 84 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის კუნთის მორფოლოგიას, ჰეპატოლოგიას, მინერალურ ცვლას, ლაზეროთერაპიას, თერაპიის სწავლების მეთოდოლოგიას. გამოცემული აქვს მონოგრაფია: "გულის მორფოლოგია სიკვდილის სხვადასხვა მექანიზმის დროს" (1976); 1983-1988წწ. სამი სამეურნეო-ხელშეკრულებითი სამეცნიერო თემის ხელმძღვანელი; არის რამდენიმე საკანდიდატო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, ოპონენტი და რეცენზენტი; მისი ხელმძღვანელობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2002-2004წწ. სამედიცინო ფაკულტეტზე გაიხსნა ჯანდაცვის მეცნიერებათა მაგისტრატურა; პირველმა წაიკითხა სამედიცინო სამართლის ლექციები ამავე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; არის თერაპიული მიმართულების კლინიკური მდგომარეობების მართვის 7 სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) ავტორი. არის ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის მორფოლოგიური ცვლილებები სიკვდილის სხვადასხვა მექანიზმის დროს ექსპერიმენტში", დაიცვა 1973 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მინერალური ცვლის დარღვევის ექსპერტ–დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა ექსტრემალურ პირობებში ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.78; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.66

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "სამკურნალო პრეპარატები საქართველოში" ცნობარი ვიდალის 5 გამოცემის სამეცნიერო - ეთიკური კომიტეტი, "ფარმინფორმი", წევრი (2003-2012)
  • დიპლომის შემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო, წევრი (2003-2006)
  • ზოგადი პრაქტიკისა და ოჯახის ექიმთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2004-)
  • საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის ქვეკომიტეტი, სწავლული ექსპერტი
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემია, აკადემიკოსი (2000-)
  • სახელმწიფო საექიმო საკვალიფიკაციო გამოცდების კომისია, წევრი (2000-2012)
  • უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერთიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო, წევრი (2003-2006)
  • შსს საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: