The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან თურქიაშვილი

ლევან თურქიაშვილი
Date of birth:17 December, 1928
Date of death:24 February, 2009  (at 80 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი, თიანეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური ფაკულტეტი 1951 წელს.

1954–1956წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრის ასპირანტი; 1954–1968წწ. ასისტენტი; 1956-1968წწ. კათედრის უფროსი მასწავლებელი; კითხულობდა ლექციებს, ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს როგორც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე, ასევე კომერციულ სასწავლებლებში; 1968-2008წწ. კათედრის დოცენტი; მისი 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი ეხება სოციალური მედიცინის, ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის, მედიცინის ორგანიზაციის, მედიცინის ისტორიისა და სხვა აქტუალურ საკითხებს; მისი სტატიები იბეჭდებოდა საქართველოს პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებში; გამოდიოდა სამეცნიერო მოხსენებებით სამეცნიერო კონფერენციებზე, რადიოთი და ტელევიზიით; წლების განმავლობაში იყო კათედრის გამგის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; აქტიურად მონაწილეობდა როგორც თანაავტორი, სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების რამდენიმე გამოცემაში; საქართველოს საზოგადოება "ცოდნის" სამედიცინო-მეთოდური საბჭოს მდივანი და ამავე საზოგადოების შტატგარეშე რეფერენტი იყო; კათედრაზე არსებული სამხედრო-პარტიული აღზრდის ჯგუფის ხელმძღვანელი; გამოცემული აქვს მონოგრაფია: "ჯანმრთელობა თითოეულისათვის და ყველასათვის" (1991). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია (1956).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქალაქის გაერთიანებული საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების მუშაობის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებლები", დაიცვა 1956 წელს.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.767-769

Member of Organizations

  • კათედრაზე არსებული მეთოდური კომისია, თავმჯდომარე
  • ქართული მედიცინის ისტორიის რესპუბლიკურ საზოგადოებასთან არსებული პროფილაქტიკური მედიცინის კომისია, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: