The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ივერიელი

მანანა ივერიელი
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1981წწ. იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ორდინატორი; 1981984წწ. თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1984-1995წწ. ასისტენტი; 1995-1997წწ. დოცენტი; 1997-2006წწ. პროფესორი; 1995-2001წწ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1995 წლიდან თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლის ივნისიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2009 წლის 16 ივლისიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპ. ურუშაძის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი. ავტორია 135 სამეცნიერო ნაშრომის, ორი რაციონალიზატორული წინადადების, ორი მეთოდური დამუშავების. არის სამი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პაროდონტიტით დაავადებული პერიფერიული სისიხლის ერითროციტთა და ლეიკოციტთა ციტოქიმიური და ულტრასტუქტურული თავისებურებანი", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ცვლილებანი სისხლის ელემენტების ციტოქიმიური და ულტრასტრუქტუტული პაროდონტიტის დროს", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.129

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაიონული საბჭო, სახალხო დეპუტატი (1977-1979)
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: