The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენადი იოსავა

გენადი იოსავა
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1970–1973წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1973–1992წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992–1997წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორი. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ეჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თრომბოციტოპოების რეგულაცია", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის სისტემის სისხლძარღვოვან–პლაზმურ–თრომბოციტურ ურთიერთობათა დარღვევები და მათი კორექცია ჰემატოლოგიურ დაავადებათა დროს", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.131; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.182

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ტრანსფუზიული კომიტეტი, ექსპერტი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ტრანსფუზიოლოგთა და ჰემატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • ტრანსფუზიოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: