The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ისაკაძე

დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1973–1994წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1987–1989წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის პროფესორი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია–ლიცენზიების განყოფილების უფროსი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება თერაპიის, კარდიოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ექსპერიმენტული მორფოლოგიის პრობლემებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კორდარონის მოქმედება გულის იშემიური დაავადებისას", დაიცვა 1979 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძირითადი ანტიანგინური პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობის გავლენა სისხლის მიმოქცევის სისტემაზე გულის ქრონიკული იშემიური დაავადებისას", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.133

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიკო–სოციალური აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: