შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975–1987წწ. მუშაობდა მოსკოვის ლ. ტარასევჩის სახელობის სამედიცინო ბიოლოგიური პრეპარატების კონტროლისა და სტანდარტიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1988–1990წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერული და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1990–1993წწ. კურორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორად; 1993–1997წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიას. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა საკანდიდატო დისერტაციის პრობლემატიკაზე. იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გრიპოზული ვაქცინების ალერგიული თვისებების შესწავლა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.136 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |