შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ავალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1957 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1971-1978წწ. წლებში იყო საქართველოს სპორტკომიტეტის მთავარი ექიმ-მწვრთნელი. 1978 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდების სამეცნიერო-მეთოდური და მედიკობიოლოგიური უზრუნველყოფის მწვრთნელ-კონსულტანტი. 1981 - 1984წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სპორტული მედიცინისა და სამკურნალო ფიზკულტურის კათედრის დოცენტი; 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ მუშაკად და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის განყოფილების გამგედ. 1993 წლიდან სამედიცინო მასაჟის სკოლა "ავანი"-ს დირექტორია. არის თერაპის ინსტიტუტის კონსულტატი რეაბილიტაციის დარგში, სპორტული მედიცინის ფედერციის გენერალური მდივანი და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ორი სახელმძღვნელო: "სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდიკა"(1993), "მანუალური თერაპია"(1993). არის მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამკურნალო ფიზიკური კულტურა გულის ინფარქტით დაავადებულთა ეტაპურ რეაბილიტაციაში", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.12 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |