შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კამკამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფი სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1991 წელს. 1994–1997წწ. იყო ბავშვთა რეაბილიტაციის რესპუბლიკური ცენტრის პოლიკლინიკის ალერგოლოგი; 1997 წლიდან შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესწპუბლიკური ცენტრის კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე და მართვის სისტემების განყოფილების ინჟინერ–პროგრამისტის ფუნქციების შემსრულებელი; 2 წლით მივლინებული იყო აშშ–ში ქ. ოლბანში ვოდსვორსის ლაბორატორიასა და სამეცნიერო კვლევით ცენტრში. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებშიც გაშუქებულია ბრონქოსპაზმის პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხები, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის კონცენტრაციის განსაზღვრის მეთოდი, შიდსის იმუნოპათოგენეზი და მისი კლინიკური გამოვლინებები, სამედიცინო ფიზიკა და კიბერნეტიკა. თბილისის სახელმწიფი სამედიცინო უნივერსიტეტისა და სამედიცინო აკადემიის სტუდენტებისათვის უძღვება სამედიცინო ფიზიკისა და კიბერნეტიკის ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების კურსს. 2006-2009წწ. გაიარა მაგისტრატურის კურსი ბიომეტრიის და სტატისტიკის განხრით ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქ. ოლბანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში და 2009 წელს მას მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება ბიოსტატისტიკაში; ხელმძღვანელობს ბიოსტატისტიკის მიმართულებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლაში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრონქოსპაზმის პათოგენოზი და მართვა ექსპერიმენტსა და კლინიკაში", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაცია იმუნოლოგიის დარგში დაიცვა 2005 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.137 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |