The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე როსტომაშვილი

ივანე როსტომაშვილი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1852
გარდაცვ. თარიღი:24 აგვისტო, 1924  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1874 წელს.

სხვადასხვა დროს მასწავლებლობდა და მოღვაწეობდა ზაქათალაში, თელავსა და ახალციხეში; 1897-1906წწ. თბილისში; 1870–იანი წლებიდან თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში; 1901 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ "მოგზაურს"; 1910 წლიდან გაზეთ "სინათლეს"; ავტორია სასკოლო სახელმძღვანელოებისა; გამოსცა – "რუსულ–ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი"(1898-1899, 2 ტომად); ალბომი "ქართველთა ტომი"(1896); "გამოსადეგი ცნობარი"(1902, 6 წიგნად).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.314; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.164

ბიბლიოგრაფია

  • გამოსადეგი ცნობანი : წიგნი პირველი (ავტორი). - ტფილისი, გაზეთ "ტფილისის ფურცლისა" და ე. ი. ხელაძის სტ., 1902. - 55გვ.

გააზიარე: