The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია კანდელაკი

დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1925  (98 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1948 წელს. 

1949–1971წწ. იყო II კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1959 წელს სპეციალიზაცია ჩინური ხალხური მედიცინის დარგში გაიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში; 1971–198წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის ასისტენტი; 1980–1995წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1993 წლიდან ჩინური მედიცინის კათედრის გამგე; 1991 წლიდან საქართვრლოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი აკუპუნქტურის დარგში; 1995 წლიდან ომის ვეტერანთა საერთაშორისო კლინიკური ჰოსპიტლის მთავარი თერაპევტი; უფროსის მოადგილე სამედიცინო დარგში; რეფლექსოთერაპიის რესპუბლიკური სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. ავტორია 65 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორისაა 3 მონოგრაფია, ეკუთვნის 2 მეთოდური რეკომენდაცია და გამოგონება. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის კათედრის გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე რეფლექსოთერაპიის პუნქტაციური მეთოდის გავლენის ფიზიოლოგიური მექანიზმები", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.138

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის აკუპუნქტურის საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • საქართველოს აკუპუნქტურის ასოციაცია, პრეზიდენტი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემიის ლაურეატი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: