შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს და ასპირანტურა 1960 წელს. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1957–1960წწ. თსი-ის ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად, შემდეგ დოცენტი; 1973–1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი; 1987–2004წწ. ამავე კათედრის გამგე; 1975–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1985–1991წწ. ამავე ინსტიტუტის რექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით,ბლოკი "საქართველოს აღორძინება, სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი; ავტორია ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ასევე ერთი მონოგრაფიისა: "კვებითი მოქმედების ნეირო–ჰუმორული მექნიზმები"; მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. ექიმი–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თავის ტვინის ღეროს როლი კუჭის სეკრეციული მოქმედების რეგულაციაში", დაიცვა 1963 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კვებითი მოქმედების ნეირო–ჰუმორული მექანიზმები", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.20; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 72; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |