The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ასათიანი

არჩილ ასათიანი
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1933
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 2007  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957–1960წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; ასპირანტურის დამთავრებისა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოპოვების შემდეგ მოღვაწეობდა ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად; 1973–1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი; 1987–2004წწ. ამავე კათედრის გამგე; 1975–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1985–1991წწ. ამავე ინსტიტუტის რექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ავტორია ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ასევე ერთი მონოგრაფიისა: "კვებითი მოქმედების ნეირო–ჰუმორული მექნიზმები". მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. მიღებული აქვს 1982 საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1982). აკადემიკოს ვლადიმერ ასათიანის შვილი. ექიმი–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ღეროს როლი კუჭის სეკრეციული მოქმედების რეგულაციაში", დაიცვა  1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კვებითი მოქმედების ნეირო–ჰუმორული მექანიზმები",  დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.20; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 72; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ. I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.274-276

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1987-)
  • მეცნიერული ხარისხების მინიჭების სპეციალიზებული საბჭო, თავმჯდომარე
  • სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი , წევრი
  • საქართველოს ფიზიოლოგთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი საქართველო", წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: