The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ კაპანაძე

არჩილ კაპანაძე
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1982წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა სამედიცინო რადიოლოგია–რენდგენოლოგიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1992–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი კლინიკური რადიობიოლოგიის სპეციალობით; 1985 წლიდან მუშაობს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის ონკოლოგიის, სხივური თერაპიის, მედიცინის, ჯანდაცვის, საზოგადოების განვითარების და სხვა აქტუალურ პრობლემებზე. რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის სხეულის ტემპერატურის ცვლილების კანონზომიერება დასხივების დროს და ამ კანონზომიერების თეორიული მნიშვნელობა სხივური თერაპიის პრაქტიკისათვის", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.139

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "ბიორეზონანსი", წევრი
  • საქართველოს სამედიცინო ფიზიკოსთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: