შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტი 1881 წელს. 1881 წლიდან მოღვაწეობდა იმდროინდელ პრესაში; იყო სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი; 1883-1900წწ. თბილისის ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებლის მასწავლებელი; 1900 წელს თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის აღმზრდელ–მასწავლებელი; ავტორია მოთხრობებისა: "უცნაური მუხუდო"(1888), "რა ვარ მე"(1887), "ფუჭაძე"(1887), "იუდის კერძი"(1898), "ორი დობილი"(1888), "პატარა მოამბე"(1886, მოთრობათა კრებული ბავშვებისათვის); ათავსებდა წერილებს პრესაში შემდეგი ფსევდონიმებით: "ანაგელი", "ლილიპუტი", "ანბანი". წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.274; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.280 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |