Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა ბასიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1970წწ. იყო ცხინვალის საავადმყოფოს თერაპევტი. 1970–1972წწ. მოსკოვის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორდინატორი. 1972–1975წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტი. 1977 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი და ამავე კათედრის დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სინდრომული დიაგნოსტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა კარდიოლოგიის აქტიურ პრობლემებზე. არის ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური და რეგიონალური ჰემოდინამიკის მაჩვენებლები არტერიული ჰიპერტონიის დროს სხვადასხვა ჰიპოტენზიური საშულებებით მკურნალობის ფონზე", დაიცვა 1976 წელს მოსკოვის კარდიოლოგიის ინსტიტუტში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.29; საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია: facebook.com Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |