შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1952–1962წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანმრთელობის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრაზე; 1963–1967წწ. იყო კათედრის ასისტენტი; 1967–1975წწ. მუშაობდა თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილებაში; 1975 წლიდან ამავე ინსტიტუტის რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება კარდიოლოგიურ პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. არის ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვების პათომორფოლოგიური ცვლილებები ადამიანის პერინატალურ პერიოდში", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.139 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |