The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კაპანაძე

გურამ კაპანაძე
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1933  (90 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.

1952–1962წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანმრთელობის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრაზე; 1963–1967წწ. იყო კათედრის ასისტენტი; 1967–1975წწ. მუშაობდა თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილებაში; 1975 წლიდან ამავე ინსტიტუტის რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება კარდიოლოგიურ პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. არის ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვების პათომორფოლოგიური ცვლილებები ადამიანის პერინატალურ პერიოდში", დაიცვა 1965 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.139

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: