შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948–1951წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1952–1953წწ. თბილისის პირველი კლინიკური ტუბ. საავადმყოფოს პათოლოგანატომიური განყოფილების გამგე; 1953–1957წწ. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1957–1960წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960–1968წწ. განყოფილების გამგე. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულისა და მისი საინერვაციო მექანიზმების სტრუქტურული ცვლილებები უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილის დროს", დაიცვა 1957 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის ჰისტოქიმიური ცვლილებები მწვავე დაღლილობისა და აორტის სტენოზის დროს ექსპერიმენტში", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.140 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |