The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტემ ახნაზაროვი

არტემ ახნაზაროვი
სხვა სახელი:ალფა  (ფსევდონიმი)
დიოგენი  (ფსევდონიმი)
დუშიკო  (ფსევდონიმი)
კენტი  (ფსევდონიმი)
კენჭოსანი  (ფსევდონიმი)
მანოელიძე  (ფსევდონიმი)
ნიორი  (ფსევდონიმი)
ორ–ანი  (ფსევდონიმი)
პატრიციუსი  (ფსევდონიმი)
ფარნაოზი  (ფსევდონიმი)
ჩიორა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1866
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 1942  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა ქ. ოდესის უნივერსიტეტში. გარიცხეს პოლიტიკურად არაკეთისაიმედობის გამო.

1885 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "თეატრში"; 1886-1903წწ. ყოველდღიურ გაზეთ "ივერიაში"; პირველი მოთხრობა "კაკაბაძე" გამოაქვეყნა 1885 წელს ჟურნალ "ნობათში"; 1912 წელს ცალკე წიგნად დაიბეჭდა მისი ლექსების კრებული; 1896-1902 წწ. თანამშრომლობდა ი. ჭავჭავაძის "ივერიაში"; წერილებსა და ლექსებს სისტემატურად ათავსებდა თანამედროვე ჟურნალ–გაზეთებში შემდეგი ფსევდონიმებით: "ორ–ანი", "ჩიორა", "მანოელიძე", "ალფა", "დუშიკო", "კენტი", "დიოგენი", "ფარნაოზი", "კენჭოსანი", "პატრიციუსი", "ნიორი"; თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანის ნაწარმოებები. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,1977.-გვ.108; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.67-70

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი (1940-)

ბიბლიოგრაფია

  • ევგენი ონეგინი : რომანი ლექსად/ა.ს. პუშკინი (მთარგმნელი). - თბილისი, საბლიტგამი, 1941. - 226გვ.
  • ლექსები და სცენები (ავტორი) // კრ. 1 : ავტორის სურათით. - ტფილისი, არ. კერესელიძის სტ., 1912. - 318გვ.

გააზიარე: