The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი კაციტაძე

გივი კაციტაძე
Date of birth:21 January, 1934  (90 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფასკულტეტი 1958 წელს.

1964–1974წწ. იყო სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, ასპირანტი, ასისტენტი; 1976–1980წწ. თბილისის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980–1983წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1983 წლიდან დოცენტია. ავტორია 68 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია; კურატორობს კატასტროფათა მედიცინის ცენტრის ტოქსიკოლოგიურ და თერაპიულ განყოფილებებს. მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში ისრაელსა (1996) და და იტალიაში (1997).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაწლავთა ფუნქციური მდგომარეობის საკითხისათვის წყლულოვანი დაავადების დროს მკურნალობამდე და მის შემდეგ", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.142; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.227

Member of Organizations

  • ევროპის ტოქსიკოლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: