The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ფანცხავა

იაკობ ფანცხავა
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1867
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 1955  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხომული, წყალტუბოს რაიონი. 

დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტი ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1893 წელს.

მსახურობდა ფოთის ქალაქის მმართველობაში და ქუთაისის სათავადაზნაურო–საადგილმამულო ბანკში; 1922 წლიდან იყო სახელმწიფო ბანკის ქუთაისის განყოფილების მმართველი; 1924 წლიდან ფინანსთა სახლის კომისრის მოადგილე; ლიტერატურულ და საბუნებისმეტყველო წერილებს ბეჭდავდა გაზეთ "კვალში", "მოამბეში", "ცნობის ფურცელში", "ივერიაში"; 1936-1940წწ. თარგმნა მედიცინის მეცნიერების სხვადასხვა სახელმძღვანელო: "აცრის საქმე", "ფსიქიატრის სახელმძღვანელო ფერშალთათვის", "პათოლოგიის სახელმძღვანელო", "ფიზიოთერაპიის მოკლე სახელმძღვანელო".

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.80-99; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რევკომის პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს კომუნისტური პარტია (1924-)
  • სოციალისტ–ფედერალისტთა პარტია, წევრი (1903-1918)
  • ქუთაისის მაზრის საბჭო, წევრი (1922-)
  • ქუთაისის ქალაქის საბჭო, წევრი (1922-)

ბიბლიოგრაფია

  • რჩეული ნაწერები : კრიტიკა, პუბლიცისტიკა, მემუარები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1980. - 242გვ.

გააზიარე: