The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ყიფიანი

ნინო ყიფიანი
ოფიციალური სახელი:ნინო ტატიშვილი
დაბადების თარიღი:1867
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1937  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ქვიშხეთი, ყიფიანების საგვარეულო ეკლესიის ეზო
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

პირველი ვრცელი წერილი "ქართველი ქალების მოღვაწეობის მიმოხილვა" 1896 წელს გამოაქვეყნა; იყო "ნაკადულის" მუდმივი თანამშრომელი; ფრანგულიდან თარგმნიდა საბავშვო მოთხრობებს; ეკუთვნის პუბლიცისტური წერილები, მოთხრობები, მოგონებები ქართველი მოღვაწეების შესახებ; თარგმნა ჯოვანიოლის "სპარტაკი" (გამოიცა 1901 წელს); 1916 წელს ცალკე წიგნად დაისტამბა მოთხრობა "სიზმარი". მისი მემკვიდრეობის უმეტესი ნაწლი გამოუქვეყნებელია. დიმიტრი ყიფიანის ვაჟის, ცნობილი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე ყიფიანის მეუღლე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.655

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი (1934-)
  • ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქვიშხეთის თეატრალური დარბაზი, დამაარსებელი (1922-)

ბიბლიოგრაფია

  • სპარტაკი : რომანი (მთარგმნელი) // ნაწ. 1. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა., 2011. - 287გვ.. - ISBN: 978-9941-15-294-8
  • სიზმარი (ავტორი). - თბილისი, სტ. "შორაპანი", 1916. - 14გვ.

გააზიარე: