შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ახმეტელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987–1988წწ. იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს აბდომინალური ქირურგიის განყოფილების ინტერნი; 1988–1990წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანგიოლოგიური ცენტრის ექიმი–ქირურგი; 1990–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N1 კათედრის ასისტენტია. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პლსტიკურ ქირურგიას, მიკროქირურგიას, მუცლის ღრუს ქირურგიას და ანტიბიოტიკოთერაპიას. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ვრცელი დეფექტების დახურვა კუჭის თავსიუფალი, რევასკულარიზებული აუტოტრანსპლანტაციით მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით", დაიცვა 1992 წელს. სადოქტორო დისერტაცია: "ლიმფოგენური ანტიბაქტერიული მკურნალობა ანთებით ჩირქოვანი დაავადებების მკურნალობის კომპლექსში", დაიცვა 2002 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.24 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |