შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ახმეტელი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987–1988წწ. იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს აბდომინალური ქირურგიის განყოფილების ინტერნი; 1988–1990წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანგიოლოგიური ცენტრის ექიმი–ქირურგი; 1990–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N1 კათედრის ასისტენტია. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პლსტიკურ ქირურგიას, მიკროქირურგიას, მუცლის ღრუს ქირურგიას და ანტიბიოტიკოთერაპიას. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ვრცელი დეფექტების დახურვა კუჭის თავსიუფალი, რევასკულარიზებული აუტოტრანსპლანტაციით მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.24 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |