The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდო კაჭახიძე

დოდო კაჭახიძე
ოფიციალური სახელი:ცისანა კაჭახიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964–1967წწ. მუშაობდა კოჯრის ბავშვთა ტუბ. სანატორიუმ "ალიონში"; 1969–1978წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის არტერიული ჰიპერტონიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1990წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან აღნიშნული განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის და თირკმლის ფუნქციას ჰიპერტონული დაავადების დროს; ატარებს ლექცია–სემინარებს ორდინატორებთან და პრაქტიკოს ექიმებთან.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინტრარენული ჰემოდინამიკა ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.145

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: