The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ კვანტალიანი

თამარ კვანტალიანი
Date of birth:12 September, 1952  (71 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1978წწ. - მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ქრონიკული უკმარისობის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1978–1985წწ. - ამავე განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან აღნიშნული განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომერლი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საკითხებს. 1992 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას დამოუკიდებელ სამედიცინო ინსტიტუტებში "ვითა" და "ელეგია და კომპანია". ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიით ავადმყოფებში მიოკარდიუმის ექტოპიური აქტივობის გამოვლენა ფსიქო-ემოციური და სენსორული სტრეს-ტესტების საშუალებით", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.148; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.337; მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი "კლინიკა ლარსზე": cliniconlars.ge

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

Bibliography


Share: